შოთას აკადემია
როგორ მუშაობს ეკონომიკა?
კურსი უფროსებისათვის
შინაარსი
ეკონომიკის მოდული საშუალო სკოლის ატესტატის მქონე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ეკონომიკის საფუძვლების შესწავლასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
ეკონომიკის ცოდნა ყველასთვის მნიშვნელოვანია. მსურველები, რომლებიც გაივლიან ჩვენს კურსს შეძლებენ უკეთ გაიაზრონ თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სისტემა. მათ გაუმარტივდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტის შედგენა, ფულის დაზოგვა; თქვენ ასევე შეისწავლით თუ როგორ ფუნქციონირებენ ბიზნესები, ბაზრები და ეკონომიკები.
ეკონომიკის სწავლით ასევე ძლიერდება კრიტიკული აზროვნების უნარები. შოთას აკადემიაში, თქვენ ისწავლით მონაცემების ანალიზს და რთული საკითხების გადაჭრისას, სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინებას. ჩვენი კურსდამთავრებულები ობიექტურად აფასებენ ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა ინფლაცია, უმუშევრობა და შემოსავლების უთანასწორობა, რის შედეგადაც ისინი უფრო ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები ხდებიან.
ძირითადი თემები
-
ეკონომიკის საფუძვლები
-
შეზღუდულობა: ეკონომიკის ძირითადი პრობლემა, რაც აიძულებს ინდივიდებსა და საზოგადოებებს არჩევანის გაკეთებას.
-
არჩევანი: რისკების და სარგებლის გააზრება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
-
-
ბაზრის მუშაობა
-
მიწოდება და მოთხოვნა: როგორ მოქმედებენ ისინი ფასების ფორმირების პროცესზე.
-
ბაზრის წონასწორობა: მიმდინარე მდგომარეობა, როცა მოთხოვნა და მიწოდება თანაბარია.
-
-
ეკონომიკური პოლიტიკა
-
ფისკალური პოლიტიკა: როგორ მოქმედებს სახელმწიფო ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.
-
მონეტარული პოლიტიკა: ცენტრალური ბანკების როლი და მათი გავლენა ეკონომიკაზე.
-
-
გლობალური ეკონომიკა
-
საერთაშორისო ვაჭრობა: თავისუფალი ვაჭრობა, სავაჭრო შეთანხმებები და მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე.
-
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევები: პანდემია, კლიმატის ცვლილება და სხვა გლობალური პრობლემები.
-
-
მიკრო და მაკროეკონომიკა
-
მიკროეკონომიკა: ინდივიდუალური ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ბაზარზე.
-
მაკროეკონომიკა: ეროვნული ეკონომიკის მაჩვენებლები, როგორიცაა GDP, ინფლაცია და უმუშევრობა.
-
სწავლების მეთოდები
-
სწავლების მეთოდები მოიცავს:
-
ლექციებს - ეკონომიკის თეორიული საფუძვლების სწავლებისთვის.
-
ჯგუფურ სამუშაოებს - საშუალებას გაძლევთ გუნდურად იმუშაოთ პრობლემების გადაჭრაზე.
-
რეალური შემთხვევების განხილვას - თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის.
-
კვლევით პროექტებს - თქვენ დამოუკიდებლად ან გუნდურად გამოიკვლევთ კონკრეტულ ეკონომიკურ თემებს.
მიზნები
-
ეკონომიკური ცოდნის გაღრმავება.
-
ეკონომიკური მოვლენების გაანალიზებისა და ინტერპრეტირების უნარების განვითარება.
-
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
-
საკუთარი იდეების აუდიტორიასთან წარდგენის უნარების განვითარება.
დეტალები კურსის შესახებ
-
შეხვედრების რაოდენობა: 12
-
ერთი შეხვედრის დროს ტარდება: ორი 45 წუთიანი გაკვეთილი
-
შეხვედრების სიხშირე: კვირაში 1 შეხვედრა, შაბათს, 1:00-ზე
-
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
-
კურსის ჯამური ღირებულება: 550 ლარი
-
ფორმატი: პირისპირ. ადგილი დასაზუსტებელია.
-
ჯგუფში დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობა: 10
-
სამიზნე ასაკობივი ჯგუფი: 18 წლიდან ზემოთ.
-
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
-
კურსს გაუძღვება აკადემიის თანადამფუძნებელი და დირექტორი: შოთა ქათამაძე