top of page

შოთა ქათამაძე

აკადემიის თანადამფუძნებელი და დირექტორი

შოთას 10+ წლის გამოცდილება აქვს განათლების სფეროში, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე უნივერსიტეტების სტუდენტებთან მუშაობის კუთხით. მისი მრავალმხრივი კარიერული გზა მოიცავს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური პოლიტიკის კონსულტაციას.

 

​შოთას საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

  • ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

  • ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის საერთო საცხოვრებლის მენეჯერი; 20+ თანამშრომლიანი გუნდის დახმარებით უზრუნველყოფს მოსწავლეთა სასწავლო და განმავითარებელი გარემოს უზრუნველყოფას;

  • ეკონომიკის მასწავლებელი კომაროვისა და ბაქსვუდის სკოლებში;

  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის საგნების ლექტორი შენდეგ უნივერსიტეტებში:

    • ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET;

    • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA;

    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU;

    • ბრიტანულ-ქართული უნივერსიტეტი - BUG;

  • ბიზნეს კონსულტანტი TBSC Consulting-ში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და USAID-ის Think Tank-ის წევრი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმაა საქართველოში.

 

განათლების განვითარების მიმართულებით შოთას ერთ-ერთი მთავარი პროექტია საგანმანათლებლო სოციალური საწარმო FirmEdu-ს დაფუძნება. FirmEdu-მ 300-ზე მეტ მოსწავლეს უსასყიდლოდ მიაწოდა ცოდნა ეკონომიკისა და პერსონალური ფინანსების მართვის კუთხით. პროექტს მხარს უჭერენ ისეთი პარტნიორები, როგორებიც არიან:

  • ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

  • American Councils for International Education;

  • TBSC Consulting;

  • MAC Georgia.

შოთა ქათამაძე

ანი მეგრელიშვილი

აკადემიის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ანი მეგრელიშვილი გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტია. მას აქვს 6-წლიანი გამოცდილება ისეთი მაღალპროფილური ბიზნეს და ეკონომიკური პოლიტიკის პროექტების მართვაში, რომელთა კლიენტებიც მსგავსი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები არიან:

  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID;

  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ;

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - UN;

  • საქართველოს მთავრობა;

  • კერძო სექტორის უდიდესი მოთამაშეები, მათ შორის საქართველოს ბანკი.

ანის საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

  • TBSC Consulting-ის მმართველი კონსულტანტი, სადაც ანი ხელმძღვანელობს მოქმედების გაუმჯობესაბაზე ორიენტირებულ პროექტებს სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის: 

    • განათლების;

    • სოფლის მეურნეობის;

    • ფარმაციის;

    • ღვინის;

    • სათამაშოების;

    • სამკაულების;

    • ლოგისტიკის;

    • B2B ურთიერთობების და სხვა სფეროებში.

  • ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის და Harvard University-ის პარტნიორობით ორგანიზებულ Harvard Business Competition-ს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ბიზნეს კონკურსია სტუდენტებისთვის.

  • უხელმძღვანელა USAID-ის მიერ დაფინანსებულ სამ ინიციატივას, რომელთაგან ერთ-ერთი ეხებოდა ეროვნული გამოცდების ცენტრის (NAEC) საქმიანობის გაუმჯობესებას;

  • უხელმძღვანელა ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სკოლის საქართველოს ბაზარზე შესვლისა და ანალიზის პროცესს.

  • ასწავლა ჰარვარდის ბიზნეს ქეისების ანალიზი 12 ქართული უნივერსიტეტის 30-ზე მეტ პროფესორს;

  • მონაწილეობა მიიღო 15-ზე მეტ ბიზნეს საკონსულტაციო პროექტში, სადაც უმრავლესობა მოიცავდა ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელოვან ელემენტებს;

  • 7-ზე მეტი ორგანიზაციის PR და კომუნიკაციების სტრატეგიების თანაავტორი;

  • საერთაშორისო ბიზნეს შეხვედრებისა და მაღალპროფილური ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზატორი.

 

ანიმ ასევე დააფუძნა FirmEdu, რომელიც 300-ზე მეტ მოსწავლეს უსასყიდლოდ დაეხმარა ეკონომიკისა და პერსონალური ფინანსების სწავლაში, American Councils for International Education-ის მხარდაჭერით.

ანი მეგრელიშვილი
bottom of page