top of page

როგორ მივაღწიოთ სასურველ უნივერსიტეტამდე? სწორი სტრატეგია და მრჩევლის როლი

  • Writer: შოთა ქათამაძე
    შოთა ქათამაძე
  • Jan 28
  • 2 min read

Updated: Jan 30

საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება საინტერესო, მაგრამ ამავდროულად რთული პროცესია, რომელიც ბევრ ეტაპს მოიცავს — სწორი უნივერსიტეტის შერჩევა, საჭირო დოკუმენტების მომზადება, გამოცდებისთვის მომზადება, ესეების წერა და მრავალი სხვა. ამ პროცესში სწორი მიმართულების ამორჩევა და ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა ხშირად განსაზღვრავს თქვენს წარმატებას. აქ შემოდის საუნივერსიტეტო მრჩევლის ანუ university counselor-ის როლი.


რატომ არის საუნივერსიტეტო მრჩეველი მნიშვნელოვანი?


  1. სწორი გზის ჩვენება: საუნივერსიტეტო მრჩეველი გეხმარებათ თქვენი მიზნების და შესაძლებლობების შეფასებაში, რათა აირჩიოთ უნივერსიტეტები და პროგრამები, რომლებიც შეესაბამება თქვენს აკადემიურ, პროფესიულ და პირად ინტერესებს.

  2. შესაბამის დოკუმენტებთან მუშაობა: ეფექტური აპლიკაციის შექმნა საჭიროებს დეტალურ ცოდნას თითოეული უნივერსიტეტის მოთხოვნების შესახებ. საუნივერსიტეტო მრჩეველი გეხმარებათ რეკომენდაციის წერილების, ესეების, CV-ის და სხვა დოკუმენტების დახვეწაში.

  3. თქვენს სკოლასთან მუშაობა: ზოგ სკოლას არ აქვს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ან სააპლიკაციო პროცესის მართვის გამოცდილება. საუნივერსიტეტო მრჩეველი კონსულტაციას გაუწევს თქვენი სკოლის წარმომადგენლებს.

  4. დედლაინების დაცვა: უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი ხშირად გულისხმობს სხვადასხვა ვადების დაცვას. აუცილებელი დოკუმენტების დაგვიანება არ იქნება თქვენთვის ხელსაყრელი; ამან შესაძლოა, შეამციროს თქვენი მიღების შანსები. საუნივერსიტეტო მრჩეველი დაგეხმარებათ სააპლიკაციო პროცესის ორგანიზებასა და ვადების დაცვაში.

  5. ესეებთან მუშაობა: სამოტივაციო წერილები და პერსონალური ესეეები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. საუნივერსიტეტო მრჩეველი გეხმარებათ თქვენი უნარების, გამოცდილებების და მიზნების სწორად წარმოჩენაში.

  6. გამოცდებისთვის მზადება: SAT, TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისო ტესტების ჩაბარება სპეციფიკურ მომზადებას საჭიროებს. საუნივერსიტეტო მრჩეველი განგიმარტავთ საჭირო სტრატეგიებს და დაგეხმარებათ სწავლის ორგანიზებაში.


როგორ უნდა შეარჩიოთ საუნივერსიტეტო მრჩეველი?

  • გამოცდილება: შეამოწმეთ საუნივერსიტეტო მრჩევლის წარსული წარმატებები — მისი დახმარებით რამდენმა მოსწავლემ ჩააბარა უნივერსიტეტში და როგორი შედეგები ჰქონდათ მათ.

  • სპეციფიკური ცოდნა: დარწმუნდით, რომ საუნივერსიტეტო მრჩეველს აქვს იმ უნივერსიტეტებსა და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ.


აკადემიის დირექტორი და საუნივეერსიტეტო მრჩეველი, შოთა ქათამაძე, გასული წლის განმავლობაში, 24 მოსწავლეს დაეხმარა პრესტიჟულ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და ჯამში 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების მოპოვებაში.


თუ გსურთ წარმატებით ჩააბაროთ სასურველ საერთაშორისო უნივერსიტეტში, დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი მომავალი.

Comentarios


bottom of page